ბაგრატიონი ფარნაოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფარნაოზ ბატონიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარნაოზ ბატონიშვილი

ბაგრატიონი ფარნაოზ, (ფარნაოზ ბატონიშვილი) – (1775 – 1852), ეპიტაფიის მიხედვით დაბადებულა 1777 წელს (სხვა მონაცემით — 1775 წელს). ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, 1799 წელს, გამეფდა თავის საუფლისწულო მამულში, სურამში. 1804 წელს, როდესაც სპარსეთში გადადიოდა, გზაში დააპატიმრეს და მომდევნო წელს რუსეთში, ვორონეჟში, გადაასახლეს. 1806 წელს პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ცხოვრობდა ჯერ მოსკოვში, შემდეგ – პეტერბურგსა და პეტერგოფში. სიბერეში თვალთ დააკლდა, ბოლოს სულ დაბრმავდა. გარდაიცვალა 1852 წელს. დასაფლავებულია პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრის თევდორეს ეკლესიაში.

ფარნაოზმა რუსულიდან თარგმნა კარამზინის „რაისა“ და ჟან-ჟაკ რუსოს ერთ-ერთი ტრაქტატი. საკუთარ ლექსებში კი ისიც მისტიროდა წარსულს და გამოთქვამდა ჭმუნვასა და ვაებას აწმყოსადმი. ასეთივე, ადრინდელი რომანტიზმის გამომხატველია მისი ლექსი „იგონეთ ყოველთა დრონი წინარე“ (გთავაზობთ ფრაგმენტს).


1.
იგონეთ ყოველთა დრონი წინარე,
გინა თვისნი ხართ, ანუ ვინა რე,
ოდეს სუფევდით ყოვლნი შინარე,
ჟამ ყოვლ განცხრომით მოსალხინარე,
დღენი არ გესხნესთ მოსაწყინარე,
იშვებდით თავთა გამომჩინარე,
აწცა გიხმსთ გლოვა მოუთმინარე,
ისმინეთ ჭირნი მოუსმინარე,
გარდმოუტევეთ თვალთა მდინარე!
5.
ფიქრთა მომიცვეს ყოვლნი გრძნობანი,
აღარა ძალუძს ენას თხრობანი,
მისთვის შემეკრა თვალთა ცნობანი,
ამად იცვალა სხეულთ მკობანი,
ვაი, ვით გვექმნა ლახვარსობანი,
ზარი განჰხდების ქვეყნად თხრობანი,
საუკუნემდე საბავთობანი,
აჰა, სიცოცხლე გავაწყინარე!
ისმინეთ ჭირნი მოუსმინარე,
გარდმოუტევეთ თვალთა მდინარე!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები