დიაგილევი სერგეი
დიაგილევი სერგეი პავლეს ძე - (19. III. 1872, – ნოვგოროდის გუბერნია, – 19. VIII. 1929, ვენეცია), რუსი თეატრალური მოღვაწე. შემოქმედებითი გაერთიანების „ხელოვნების სამყარო“ („Мир искусства“, 1898) და ამავე სახელწოდების ჟურნალის დამაარსებელი.
იგი იყო უცხოეთში „რუსული სეზონების“ (1907-13) და საბალეტო დასის „ს. პ. დიაგილევის რუსული ბალეტი“ (1911-1929) ორგანიზატორი. ამ დასით გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში. დიაგილევის მოღვაწეობამ ღრმა კვალი გაავლო საბალეტო ხელმძღვანელის ისტორიაში, გავლენა მოახდინა უცხოეთის ზოგი ქვეყნის ბალეტის განვითარებაზე. დიაგილევი განიხილავდა ბალეტს როგორც თანამედროვე მუსიკის, ფერწერის, ქორეოგრაფიის სინთეზს. მან მოიზიდა და დააწინაურა მრავალი გამოჩენილი ბალეტმაისტერი, მოცეკვავე, მხატვარი. მისი შეკვეთით დაიწერა მ. რაველის, ი. სტრავინსკის, ს. პროკოფიევის და სხვ. ზოგიერთი ბალეტი.