კამაროვანი სახურავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სახურავი კამაროვანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kamarovani saxuravi.jpg

კამაროვანი სახურავი (ინგლ. vaulted roof) – მომრგვალებული ან პარაბოლური მოხაზულობის ქანობიანი სახურავის ტიპი. ძირითადად გამოიყენება ისეთი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისა და ობიექტების გადასახურავად, სადაც საჭიროა დიდი თავისუფალი ფართობი საყრდენების გარეშე (საწყობი, სპორტული მანეჟი, ანგარი, საამქრო, სავაჭრო ცენტრი, აკვაპარკი, საცურაო აუზი, საგამოფენო დარბაზი და ა. შ.).

კამაროვანი სახურავის სახეობებია: გუმბათისებრი, თაღისებრი, ნახევრადწრიული და მშვილდისებრი. ასეთი სახურავების მზიდი კარკასი სრულდება შესაბამისი ფორმის მქონე ხის ან ლითონის წამწეების, რკალების ან თაღების სახით. ზოგჯერ იყენებენ რკინაბეტონსაც.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები