ასფალტის საღებავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა საღებავი ასფალტის-დან)
ასფალტის საღებავი – ასფალტის საფუძველზე დამზადებული ზეთიანი საღებავი. გამჭვირვალობის, შესანიშნავი ყავისფრისა და მოხმარების სიმარტივის გამო ფართოდ გამოიყენება მუქი ფერის ნაკეთობის მოჭიქვაში. ადვილად ერევა სხვა საღებავებს (თეთრის გარდა) და აძლევს მათ ხავერდოვან სახეს. ახასიათებს შრობის დიდი დრო.