ჯაყელი სარგის (II)
სარგის (II) ჯაყელი - ბექა მანდატურთუხუცესის უფროსი ძე; სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი 1308-1334 წწ. მანდატურთუხუცესის თანამდებობით იხსენიება იგი ანჩის კარედი ხატის წარწერაში. სარგისი გამოსახულია ზარზმის ტაძარში თანმხლები წარწერით: „სამცხის სპასალარი სარგიზ და მხატუართუხუცეს“ (ვ. ბერიძე). მიჩნეულია, რომ წარწერაში, სავარაუდოდ, შეცდომაა და „მხტრთუხუცეს“-ის ნაცვლად უნდა ეწეროს „მ{ნდ}ტრთუხცეს“. რამდენადაც წარწერა განთავსებულია სარგისის გამოსახულების თავთან, მარჯვენა მხარეს, ის არ შეიძლება ეკუთვნოდეს ყვარყვარე ამირსპასალარის გამოსახულებას, როგორც ამას მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს. ამდენად, ბექა (I)-ის შვილებიდან მანდატურთუხუცესის ხელის მფლობელი მხოლოდ სარგის (I) უნდა ყოფილიყო.
წყაროები და ლიტერატურა
- ბერიძე 1954: 124;
- მესხია 1979: 53-54;
- საყვარელიძე 1976: 80;
- კლდიაშვილი 1981: 66-68.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში