რევ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რევ მართალი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რევ I– ქართლის (იბერიის) მეფე III საუკუნის II ნახევარში. ლეონტი მროველის მიხედვით იყო ქართლის მეფის ამაზასპის დისწული. ტახტზე ავიდა ამაზასპისა და ერისთავების დაპირისპირების შედეგად. მეფის სისასტიკით შევიწროებული დიდებულები შეუთანხმდნენ სომხეთის მეფეს, დაემხოთ ამაზასპი და მეფედ დაესვათ მისი ძე რეჟი. ამაზასპი ბრძოლაში დაიღუპა. გამარჯვებულმა ერისთავებმა მეფედ დასვეს დედით ქართველი რევი.

„ქართლის ცხოვრების“ მცირე ინფორმაციაში იგი დახასიათებულია როგორი სხვა რელიგიათა შემწყნარებელი. მის ბერძენ მეუღლეს მცხეთაში აფროდიტეს კერპი აღუმართავს, განსაკუთრებული სიმპათიით მოგვითხრობს ლეონტი მროველი ქრისტიანობასთან მის კეთილ დამოკიდებულებაზე, მართალია, იყო წარმართი, მაგრამ პქონდა „სიყუარული ქრისტეს“. რევის დამსახურებად ქრისტიანული ისტორიოგრაფია თვლის იმ ფაქტს, რომ მისი ბრძანებით აიკრძალა წარმართული კერპებისათვის ყრმათა მსხვერპლად შეწირვა. ეს რიტუალი რევმა ცხვრისა და ძროხის შეწირვით შეცვალა, მის სახელს რომ რაღაც მნიშვნელოვანი ღონისძიება უკავშირდება, ჩანს კოგნომენში მართალი. რომელიც მას ქრისტიანულმა მწერლობამ უწოდა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები