ხერხეულიძე ომან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ომან ხერხეულიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხერხეულიძე ომან – (XVIII ს. მეორე ნახევარი), ისტორიკოსი. ავტორია საისტორიო თხზულებისა „მეფობა ირაკლი მეორისა, მეფისა თეიმურაზის ძისა“. ეს ნაწარმოები შექმნილია 1795 წ. შემდგომ პერიოდში. მასში აღწერილია ქართლის ცხოვრება 1722 წლიდან XVIII ს. ოთხმოციანი წლების დასაწყისამდე. თხზულების შექმნისას ავტორი ემყარებოდა სეხნია ჩხეიძისა და პაპუნა ორბელიანის ნაშრომებს, „სარწმუნო კაცთა“ ნაამბობს და საკუთარი თვალით ნანახს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები