გურგენიშვილი ოთო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოთო გურგენიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთო გურგენიშვილი

გურგენიშვილი ოთო – (1993 – 2014), პოეტი. დაიბადა გურჯაანში, ბოლო წლებში კი რუსთავში ცხოვრობდა; 2014 წლის 29 ივლისს რუსთავში გზაზე გადასვლისას, ავტოავარიას მან ახალგაზრდა გოგონა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.


მიყვარხარ (სიცილიური აქცენტით )
ვენეციაში რომ ვსეირნობდით,
ჯანკო ბარონის ფუნჯით მოგხატე.
სიცილიელი მხატვრის პალიტრით,
ტუჩებს, კოცონის ალი მოვხადე.
ვიწრო ქუჩების ჯებირთა ხაზი,
გამოეკიდა ნავებს სვიარებს,
თოლიამ ფრთები გაშალა ნაზი
მენიჩბე ცაში, ნიჩბით სრიალებს.
დალალ-მერების მწველი იარა,
ტრფობით მფეთქავი სულის კვალია,
რომში ნაპოვნი გრძნობა კი არა,
შენი სიცოცხლე, ჩემი ხალია.
იტალიური სუნის დასაბამს,
ვენეციური ამბორი ჰქვია,
ჩვენი ცხოვრების განვლილ ნასახლარს,
თვალს ვერ უსწორებს პრინცი პოს ტყვია.
თხუთმეტი ცენტი ფრანცო ფერდინანდ,
აღსდექით მკვდრეთით, გვაკურთხეთ წყვილად,
ცხრამეტი ცენტი დიდო მეუფევ,
მე მომიტევეთ,ვიყვარებ ფრთხილად.
რომის ხედებით ვტკბებოდით ღამით,
ბაგეზე ლაჟვარდს გწვავდა პომადა,
ტანგოც ვიცეკვეთ ფიქრებში წამით,
სმენას ჩამორჩა ტრფობის სონატა.
იტალიური მაქმანი გეცვა,
მკერდით მითბობდი ლოყას,მიწიერს.
შენი ტუჩები ამბორად მეცვა,
უშენოდ, ჩაიც ფილტვებს მიციებს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები