ამირეჯიბი ნათია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნათია ამირეჯიბი-დან)
ამირეჯიბი ნათია - საქართველოს დედოფალი, მეფე კონსტანტინე I-ის მეუღლე, ალექსანდრე I დიდის დედა და ქუცნა ამირეჯიბის შვილი. მან განაახლა თემურლენგის ურდოებისგან დაზიანებული ულუმბის და ნაბახტევის ტაძრები. მისი ფრესკა გამოსახულია ნაბახტევის ეკლესიის კედელზე.