ხელაია ნაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნაზი ხელაია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაზი ხელაია

ხელაია ნაზი – (1950), ქართველი პოეტი, მწერალი, მკვლევარი, უმაღლესი სკოლის პედაგოგი. დაიბადა ხონში. 1968 წელს დაამთავრა ხონის პირველი საშუალო სკოლა, 1973 წელს – ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1986 წელს მონოგრაფიისათვის „იოსებ ნონეშვილის ლირიკა“ ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება მიენიჭა, 1998 წელს – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა ნაშრომისთვის „გალაკტიონის ლექსის მუსიკა“.

წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის მასწავლებელთა დახელოვნების და პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში, იყო კაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, გრიგოლ რობაქიძისა და სხვათა შემოქმედების შესახებ. გარდა სამეცნიერო წიგნებისა, ნაზი ხელაია ავტორია 30-მდე პოეტური კრებულისა: „ვინ ახსნა ჯაჭვი“, „ამორძალის ლოცვა“, „სული ღმერთს, გული სამშობლოს“და სხვა, სამნაწილიანი რომანისა „თეთრი ხილვები“.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები