აქტი (სპექტაკლის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მოქმედება (სპექტაკლის)-დან)
აქტი, მოქმედება – (ლათ. actus – მოქმედება), პიესის ნაწილებად დაყოფა გრძლიობის, ადგილის შეცვლის და მოქმედების განვითარების მიხედვით. ევროპულ თეატრში ხორციელდებოდა სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით: ქოროს მოქმედებაში ჩართვით (ანტიკური ხანა) ფარდის დაშვებით (მე-17 საუკუნიდან), განათების შეცვლით ან ჩაბნელებით, მუსიკალური რეფრენის ან აბრის გამოყენებით (და ა.შ.). მოქმედების აქტებად დაყოფა გამოწვეული იყო სხვადასხვა საჭიროებით (მათ შორის, დეკორაციის ან გამოყენებული სანთლების შეცვლა). დროთა განმავლობაში შეიძინა რიტუალური მნიშვნელობაც.