ბოკერინი ლუიჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლუიჯი ბოკერინი-დან)
ბოკერინი ლუიჯი - იტალ. Luigi Boccherini (19. II. 1743, ლუკა, – 28. V. 1805, მადრიდი), იტალიელი კომპოზიტორი და ვიოლონჩელისტი.
1757-იდან ცხოვრობდა რომში, გასტროლებს მართავდა ევროპის ქვეყნებში. 1768 ბოლოს დასახლდა მადრიდში. ბოკერინის შემოქმედებაში აისახა კლასიკური მუსიკის სტილის ფორმირების პროცესი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვთ მის ნაწარმოებს ჩელოსათვის (მათ შორის-კონცერტებს). ავტორია აგრეთვე 30-მდე სიმფონიის, ინსტრუმენტალური სონატების, სასულიერო მუსიკის, ბოკერინის ნაწარმოებში იგრძნობა იტალიური და ესპანური ხალხური მუსიკის გავლენა. მისი მთელი რიგი ნაწარმოებები (სავიოლონჩელო სონატები, კონცერტები და სხვ.) დღემდე დამკვიდრებულია რეპერტუარში.