მაჭავარიანი ლადო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლადო მაჭავარიანი-დან)
მაჭავარიანი ლადო — (1893 − 1939), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ ოლემში (ზესტაფონი). დაამთავრა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; პირველი ლექსი 1910 წელს გამოაქვეყნა; 1916 წელს რედაქტორობდა თავისივე ჟურნალ „აისს”; 1921 წლიდან თანამშრომლობდა სხვადასხვა საბჭოთა ჟურნალგაზეთებში, მათ შორის: „პოეზიის დღე”, „ქართული მწერლობა”, „მნათობი”, „სალიტერატურო გაზეთი”; მისი პირველი ლექსი „მთის ყვავილი” დაიბეჭდა გაზეთ „ერში”; 1924 წელს გამოსცა პირველი ლექსთა კრებული „სარკოფაგები”.
- ტრიოლეტი
- მარგალიტები და გიშრები რომ ატირდება,
- იაგუნდები დაიმსხვრევა ზურმუხტ-ლალებად,
- ჩუმი სიმღერა დატყდება და ანაფირდება,
- მარგალიტები და გიშრები რომ ატირდება,
- ზამთრის თვალები ზღაპრების თქმას მე დამპირდება
- დაილევიან ვარსკვლავები მზის ვალალებად,
- მარგალიტები და გიშრები რომ ატირდება,
- იაგუნდები დაიმსხვრევა ზურმუხტ-ლალებად.