კვირიკე III დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კვირიკე III-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვირიკე III დიდი – ჰერეთ-კახეთის პირველი მეფე (1014-1037). დავით ქორეპისკოპოსის ძე. გამეფებისთანავე ბრძოლა მოუხდა ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ III-თან. ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე დაამარცხა კვირიკე III, ტყვედ იგდო იგი და ჰერეთი და კახეთი უშუალოდ შეუერთა თავის სამეფოს.

ბაგრატ III-ის გარდაცვალების (1014) შემდეგ ჰერეთმა და კახეთმა კვლავ მოიპოვეს დამოუკიდებლობა. ჰერმა და კახმა დიდებულებმა კვირიკე III დააბრუნეს მეფედ.

კვირიკე III დიდი მნიშვნელოვანი ფიგურაა ჰერეთ-კახეთის სამეფო ისტორიაში. თავისი მოღვაწეობით, საშინაო და საგარეო პოლიტიკით მან დიდად შეუწყო ხელი რანთა და კახთა სამეფოს გაძლიერებასა და აყვავებას.

საშინაო პოლიტიკაში კვირიკე III ძლიერი, ცენტრალიზებული ხელისუფლების მომხრე იყო. ამ დროს სამეფოში ჩატარებულ იქნა ადმინისტრაციული რეფორმა. სამეფო დედაქალაქი თიანეთიდან თელავში იქნა გადმოტანილი. ქვეყანა დაიყო შვიდ საერისთავოდ (3 კახეთში, 4 ჰერეთში): რუსთავი, პანკისი, კვეტერა (კახეთი), შტორი. ხორნაჯული, ვეჟინი, მაჭი (ჰერეთი).

საგარეო პოლიტიკაში რანთა და კახთა სამეფო ატარებს ერთიან ქართულ მონარქიასთან მტკიცე კავშირის კურსს. 1027-1032 წლებში კვირიკე დიდი ლიპარიტ ბაღვაშთან, იოანე აბაზასძესთან, თბილისის ამირა ჯაფართან და ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავითთან ერთად ებრძოდა განძის ამირა ფადლონს, რომელიც დიდ საფრთხე უქმნიდა მეზობელ პოლიტიკურ ერთეულებს. მოკავშირეებმა სასტიკად დაამარცხეს ფალდონი ეკლეცის ბრძოლაში.

30-იანი წლების I ნახევარში კახეთს ოსები შემოესივნენ. მათ ააოხრეს თიანეთი და ქვეყნის ცენტრალურ რაიონებს დაემუქრნენ. კვირიკე III დიდმა დაამარცხა და კახეთიდან განდევნა მტერი. ბრძოლაში დაიღუპა „ოვსთა მეფე“ ურდურე.

რანთა და კახთა მეფე მონაწილეობს 1037-1039 წწ თბილისის ამირას წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. თბილისის ალყის დროს კვირიკე III დიდი მოკლა „ვინმე ოვსმან… სისხლისათვის ოვსთა მეფისა ურდურეა“,

კვირიკე III დიდს შვილი არ დარჩენია. მას შემდეგ ჰერეთ-კახეთში გამეფდა კვირიკე III დიდის დის და ტაშირ-ძორაგეტის მეფის, დავითის უმცროსი ვაჟი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები