კვირიკეწმინდა (ნასოფლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კვირიკეთი (ნასოფლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)-დან)
კვირიკეთი, (საკვირიკე, კვირიკეწმინდა) – ნასოფლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ჩითახევის ელსადგურის საგუბართან. შემორჩენილია ძველი მონასტრის ნანგრევები – კვირიკეწმინდა. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” მოხსენიებულია, როგორც სოფელი კვირიკეწმინდა. ამ დავთრის მიხედვით, იგი მდებარეობს აწყურის რაიონის ახალციხის ლივაში.