წულუკიანი თეა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თეა წულუკიანი-დან)
თეა წულუკიანი – დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1997).
სამუშაო გამოცდილება
- საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი (1997-1998)
- დეპარტამენტ სარტის (la sarfhe) პრეფექტურა, სტაჟიორი (1998-1999)
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - უფროსი იურისტი (2000-2010)
- პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებების დარგში (2010-2012)
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012): მაჟორიტარი, №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“, პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
- საქართველოს იუსტიციის მინისტრი (2012 25 ოქტომბრიდან - 2020)
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020), განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე (11-12-2020)