გრძელიძე თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თამარ გრძელიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ გრძელიძე

თამარ გრძელიძე − (Tamar Grdzelidze), ქართველი დიპლომატი, 2014-2018 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან (ვატიკანი) და მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან.

დაიბადა 21 მაისი, 1958 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1984 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ძველი ქართული ლიტერატურის სპეციალობით. იმავე განხრით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია;
1998 − ოქსფორდის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი სპეციალობით თეოლოგია.

სამუშაო გამოცდილება:
1984-1991 − შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
1984-1991 − ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თბილისის მეექვსე სკოლაში;
2001-2013 − აღმასრულებელი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, ჟენევა, შვეიცარია;
2019 − წმ. მიქაელის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი ტორონტოს უნივერსიტეტში, კანადა;
2020 − სირუს ვანსის მიწვეული პროფესორი მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში, აშშ;
2020 − ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ფლობს: ინგლისურსა და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ჯილდო:
ბერნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, შვეიცარია;
პაპ პაიუს მეცხრის ორდენი, ვატიკანი;
მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის ჯილდო.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები