სირაძე-დელონე ეკატერინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ეკატერინე სირაძე-დელონე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკატერინე სირაძე-დელონე

ეკატერინე სირაძე-დელონე − Ekaterine Siradze-Delaunay), ქართველი დიპლომატი, 2013-2018 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოს სამთავროში, მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში.

დაიბადა 8 თებერვალი, 1975 წელი, ქ. თბილისი, საქარველო.

განათლება:
1993-1998 − სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ ტექნიკური ინსტიტუტის სამართლის ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი − იურისტის სპეციალობა;
2003-2004 − სორბონაპანთეონ, პარი ერთის უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის, კონფლიქტების პრევენციის, ჰუმანიტარული ინტერვენციისა და მდგრადი განვითარების ფაკულტეტი. დამთავრების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის წოდება კონფლიქტების მართვის კუთხით.

სამუშაო გამოცდილება:
2010-2013 − აქტიურად ეწეოდა საერთაშორისო საკონსულტანტო საქმიანობას მსოფლიოს მასშტაბით (აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, პოსტ საბჭოთა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანა) ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის როგორებიცაა: საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეუთო, ვენეციის კომისია, ევროპის საბჭო და ა.შ.
2011-დან − ლექტორი არჩევნებისა და ადვოკაციის თემებზე ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი;
2007-2011 − სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება − აღმასრულებელი დირექტორი;
2004-2007 − სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოება − პროექტისა და შემდგომ პროგრამების ხელმძღვანელი;
2004 − გაეროს ბავშვთა ფონდი − სტაჟიორი;
2000 − ორგანიზაცია „ხალხი ნაღმების წინაარმდეგ” − მრჩეველი.

ფლობს: ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს, საბაზისო დონეზე პორტუგალიურ ენას.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

სტატიები, პუბლიკაციები:
2015 − „რადიო თავისუფლება” სტატია ბატაკლანის ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით;
2012 − „ნეტგაზეთი” სტატია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 41 ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით;
2011 − ჟურნალი „ლიბერალი” სტატია საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით;
2010 − ჟურნალი „ლიბერალი” სტატია არჩევნების შემდგომ მონიტორინგის შესახებ;
2009 − ეუთოსა და ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებული და „Petite”-ის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნი საქართველოს 2008 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. სტატია „ამომრჩეველთა სიების შესახებ”.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები