ჯალაღონია ედიშერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ედიშერ ჯალაღონია-დან)
ედიშერ ჯალაღონია – დაიბადა 1968 წლის 6 იანვარს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში.
განათლება – გორის ეკონომიური ინსტიტუტი (1991). სამხედრო სამსახური (1986-88).
სამუშაო გამოცდილება
- ჩხოროწყუს რაიონის გამგებლის მრჩეველი (2000-2002)
- ჩხოროწყუს რაიონის ხაბუმის თემის თავმჯდომარე, გამგებელი (2002-2006)
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (2006-2008)
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.