სიბინძურის სენილური სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დიოგენეს სინდრომი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიბინძურის სენილური სინდრომი ასევე ცნობილია, როგორც დიოგენეს სინდრომი (Clark et al., 1975). ამ სინდრომს ახასიათებს საკუთარი თავისა და გარემოს უგულებელყოფა, შინ სიბინძურეში ყოფნა, სოციალური გარიყულობა და იზოლაცია.

ხანდაზმულ პირებში სილოგომანიაც (Syllogomania - არასაჭირო საგნების დახვავება) იჩენს თავს. ამ სინდრომის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს სტრესულმა ცხოვრებისეულმა მოვლენებმა. საავადმყოფოში მოთავსების შემდგომ მაღალია სიკვდილიანობა. დიოგენეს სინდრომის არსებობისას უნდა გამოირიცხოს საკუთარი თავის უგულებელყოფის სხვა მიზეზები, განსაკუთრებით დემენცია, ფსიქოზი ან მძიმე დეპრესია. როგორც წესი, ადამიანი ჯიუტად ამბობს უარს ნებისმიერ დახმარებაზე. რთულია იმის განსაზღვრა, თუ როდის უნდა მოხდეს იძულებითი ჩარევა.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები