შანიძე დიმიტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დიმიტრი შანიძე-დან)
შანიძე დიმიტრი — (დ. 8 თებერვალი, 1937, წყალტუბო — გ. 18 ნოემბერი, 2010), ქართველი სპორტსმენები, ძალოსანი (60 კგ). XIX და XX ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი). მსოფლიოს ჩემპიონი (1973) და მეორე პრიზიორი (1974). მსოფლიოს ჩემპიონატში აკვრაში მოიგო მცირე ოქროს მედალი (1969). ევროპის ჩემპიონი (1972) და ოთხგზის მეორე პრიზიორი (1968, 69, 71, 74). ევროპის ჩემპიონატებში მოგებული აქვს სამი მცირე ოქროს მედალი (1972 ატაცსა და აკვრაში, 1973 აკვრაში). სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1969-74) და ორგზის მეორე პრიზიორი (1968, 75). დამყარებული აქვს მსოფლიოს სამი რეკორდი: ორი აკვრაში 153,5 კგ (1971), 156,0 კგ (1972) და ერთი სამჭიდში 402,5 კგ (1972). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
წყარო
- ოლიმპიური ორტომეული