ჭავჭავაძე გარსევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გარსევან ჭავჭავაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარსევან ჭავჭავაძე

გარსევან ჭავჭავაძე – (დ. 20 ივლისი, 1757 — გ. 7 აპრილი, 1811), ქართლ-კახეთის სახელმწიფოს უკანასკნელი პერიოდის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მსხვილი ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელი, დიდმოხელე და ერეკლე II-თან დაახლოებული პიროვნება.

გარსევან ჭავჭავაძე ეკუთვნოდა იმ პროგრესულ დასს, რომელიც სწორად აფასებდა XVIII ს. მეორე ნახევარში შექმნილ საგარეო-პოლიტიკურ სიტუაციას, ამიერკავკასიის გარშემო მებრძოლ სახელმწიფოთა როლსა და მნიშვნელობას საქართველოს მომავალი განვითარებისათვის. მაგრამ ერეკლე II-თან ერთად იგი მომეტებულ ნდობას უცხადებდა რუსეთს, როგორც ერთმორწმუნე ქვეყანას და საგარეო-პოლიტიკურ კურსს მხოლოდ სარწმუნოებაზე აგებდა. მას მიაჩნდა, რომ ერთმორწმუნე რუსეთის სახელმწიფო, რომელიც მაღლა იდგა, ვიდრე ოსმალეთი და ირანი, ქართლ-კახეთის პოლიტიკურ გაძლიერებას შეუწყობდა ხელს, დაიცავდა მის საშინაო დამოუკიდებლობას და ირან-ოსმალო აგრესორებს ჩამოაშორებდა. ასე ესმოდა 1783 მფარველობითი ტრაქტატი გარსევან ჭავჭავაძეს, რომელიც ხელს აწერდა ამ ისტორიულ დოკუმენტებზე.

მისი მოღვაწეობა გრძელდება 1784-1801 როგორც ელჩისა და სრულუფლებიანი მინისტრ-რეზიდენტისა რუსეთის საიმპერატორო კარზე. რუსეთის საიმპერატორო კარზე ქართლ-კახეთიდან ცნობილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით სულ ოთხი ელჩობა: 1. 1784-88; 2. 1793-96; 3. 1797-99. 4. 1800-01. ჭავჭავაძე ისე როგორც ერეკლე II, რუსეთის სახელმწიფოს იმპერიულ ზრახვებს არ ივიწყებდა და ფხიზლობდა. ასე თუ ისე, რომ მისთვის ქართლ-კახეთის საშინაო სუვერენიტეტის ხელყოფის საშუალება არ მიეცა; თუმცა ამ მიმართულებით პასიური საქმიანობა მაშინდელი ქართული დიპლომატიის სისუსტის მაჩვენებელი იყო.

ჭავჭავაძე – ქართლ-კახეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი პეტერბურგში (1784-1801) ენერგიულად იბრძოდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოს ეროვნული ავტონომიის შენარჩუნებისათვის, მაგრამ ეს ბრძოლა, როგორც ცნობილია, მარცხით დასრულდა. 1801 რუსეთმა ქართლ-კახეთის ანექსია მოახდინა და აქ თავისი ხელისუფლება დაამყარა. გარსევანი ამ აქტით ობიექტურად რუსეთის მოწინააღმდეგეთა რიგებში აღმოჩნდა, ამიტომაც იყო, რომ იგი რუსეთში გადაასახლეს 1805.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები