სამკუთხედის გარეჩახაზული წრეწირები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გარეჩახაზული წრეწირები-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Samkutxedis garecaxazuli wrewirebi.png

სამკუთხედის გარეჩახაზული წრეწირები – ეწოდება სამ წრეწირს, რომელთაგან თითოეული გარედან ეხება სამკუთხედის ერთ გვერდს და დანარჩენი ორი გვერდის გაგრძელებას.

გარეჩახაზული წრეწირის ცენტრი მდებარეობს ერთი შიგა კუთხის ბისექტრისისა და ორი დანარჩენი წვეროს გარეკუთხის ბისექტრისების გადაკვეთის წერტილში. მაშასადამე, სამკუთხედის ექვსი ბისექტრისი – სამი შიგა და სამი გარე კუთხისა – იკვეთება სამ-სამად ოთხ წერტილში ჩახაზული და სამი გარეჩახაზული წრეწირების ცენტრებში.

მონაკვეთები, რომლებიც აერთებენ სამკუთხედის ყოველ წვეროს მოპირდაპირე გვერდის იმ წერტილთან, რომელშიც მას ეხება გარეჩახაზული წრეწირი, იკვეთებიან ერთ წერტილში. ამ წერტილს ნეგელის წერტილი ეწოდება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები