ბათმაზი
ბათმაზი — თურქულად pekmez. ბათმაზი, იგივე, ბეთმაზი (ბეთმეზი), დადუღებული ხილის – მსხლის, ვაშლის, ყურძნის, ქლიავის, ხურმის, თუთის – ბჟოლის საგანგებოდ დამზადებული შესქელებული თაფლივით ტკბილი წვენი, ბადაგი იყო. იგი ხილის წვენის ხანგრძლივი დუღილით მიიღებოდა. უპირატესობა თუთის ბექმეზს ენიჭებოდა. ბექმეზს თიხის ჭურჭლებში დერგებში ინახავდნენ. შავშეთ-იმერხევში მას „ბეემეზს”, გურიაში კი - „ბეტმეზს” ეძახდნენ. გასრესილ - დაჭყეპილ ყურძენს ჯერ საჭურში გაატარებდნენ, აადუღებდნენ, ქაფს მოხდიდნენ და ნახევარს რომ დაადუღებდნენ, ჩამოდგამდნენ. გაცივების შემდგეგ თეთრ ტომსიკაში გაწურავდნენ, ნელ ცეცხლზე კვლავ აადუღებდნენ. როცა შესქელდებოდა სათანადო ჭურჭელში ჩაასხამდნენ. მისგან ბეთმეზის ფაფას – ფელამუშსაც ამზადებდნენ.
ლიტერატურა
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971; კახიძე, 1971:16; დავითაძე, 1975:172; აჭარული დიალექტის... 1976:26; აბაშიძე, კომახიძე, 1998:157.