ამილახორი ბარძიმ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბარძიმ ამილახორი-დან)
ამილახორი ბარძიმ - გორის მოურავი, დამოყვრებული იყო კახეთის მეფე ალექსანდრე II-სთან, რის გამოც სვიმონ I-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა. 1578 წ. ვახტანგ მუხრანბატონთან და ქსნის ერისთავ ელიზბართან ერთად ეახლა ოსმალთა მუსტაფა ლალა-ფაშას და მორჩილება აღუთქვა, რითაც გადაარჩინა ქართლი აოხრებას. ირანის ტყვეობიდან დაბრუნებულმა სვიმონ I-მა მას ჩამოართავა გორის მოურავობა
წყარო
(ვახუშ- ტი 1973: 410, 519, 576, 578).
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში