თევზაძე ანდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანდრო თევზაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრო თევზაძე

თევზაძე ანდრო – (1912 – 1967), პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა სოფელ გომში (სამტრედია). 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჟურნალ „ოქტომბრელის” პასუხისმგებელ მდივნად და თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებთან; 1952 წლიდან დანიშნული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების პასუხისმგებელი მდივნის, ხოლო 1953-1958 წლებში – გამომცემლობა „საბჭოთა მწერლის” დირექტორის თანამდებობაზე; 1936 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; მისი ძირითადი პოეტური კრებულებია: „ვარსკვლავების ღიმილი”, „ლექსები,პოემა” და სხვა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.






წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები