ალუვიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალუვიური დანალექები-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალუვიონი

ალუვიონი, ალუვიური დანალექები – (შუასაუკუნ. ლათ. Alluvi-um < ლათ. alluvius საწინააღმდეგოდ ჩარეცხილი), ბუნებრივად მონატანი, მონარიყი მდინარეული ნალექი, შედგენილი გამოფიტვით და უშუალოდ მდინარეული წყლის მოქმედებით დაშლილი ქანების სხვადასხვაგვარად დამუშავებული და დახარისხებული მასალისაგან, რომელიც გრანულომეტრიული შედგენილობით შეიძლება იყოს კაჭარი, რიყის ქვა, ხვინჭკა, ქვიშა, ხრეში, თიხნარი და თიხა. მდინარეების ჭალები და ტერასები უმეტესად ამ ნალექებითაა აგებული. მისთვის დამახასიათებელია ირიბი შრეობრივობა. ალუვიონის ძველ დანალექ შრეებში, ჩვეულებრივ, შეცემენტებულია და წარმოდგენილია მკვრივი ნამსხვრევი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით და სხვ.).




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები