ჩიკვაიძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალექსანდრე ჩიკვაიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიკვაიძე ალექსანდრე

ჩიკვაიძე ალექსანდრე – (Chikvaidze Alexsandre), (დ. 1932 – გ. 2012), ქართველი დიპლომატი, 1995-2002 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2003-2005 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში და წმიდა საყდართან (ვატიკანი), 2003-2005 წლები საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

დაიბადა 19 იანვარი, 1932 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1955 – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი;
1964 – თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი – ინგლისური ენა;
1968 – ბომბეი, „ალიანს ფრანსეზი“ – ფრანგული ენა;
1966 – ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სახელმწიფო სოციალურ მეცნიერებათა აკადემია;
1976 – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
1979 – სსრკ-ს დიპლომატიური აკადემიის უმაღლესი საერთაშორისო კურსი.

სამუშაო გამოცდილება:
1955-1967 – მუშაობა სხვადასხვა კომკავშირულ და პარტიულ ორგანიზაციებში;
1967-1969 – ბომბეიში სსრკ-ს გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული;
1969-1972 – დიდ ბრიტანეთში სსრკ-ს საელჩოს პირველი მდივანი, მრჩეველი;
1973-1977 – თბილისის ორჯონიკიძის კომპარტიის რაიკომის პირველი მდივანი;
1977-1978 – საქართველოს გამომცემლობის და პოლიგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე;
1979-1983 – სსრკ-ს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში, აშშ;
1983-1985 – სსრკ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კენიაში; 1985-1988 – სკკპ-ს ცკ-ს დიპლომატიური კადრების განყოფილების გამგის მოადგილე;
1988-1991 – სსრკ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში; ხოლო, 1992 წლის იანვარ-თებერვალში აგრძელებდა მუშაობას რუსეთის ფედერაციის ელჩად ნიდერლანდებში.
03/1992-1995 – ალექსანდრე ჩიკვაიძე სათავეში ედგა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელმძღვანელობდა ქვეყნისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების და ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების უმნიშვნელოვანეს პროცესებს. ა. ჩიკვაიძე ცხოვრების უდიდეს ბედნიერებად თვლიდა, რომ მას წილად ხვდა საქართველოს გაწევრიანება გაეროში 1992 წლის 31 ივლისს და იმავე წელს, გაწევრიანება ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში (NACC), იუნესკოსა და ეუთოში.

1994 წელს ა. ჩიკვაიძემ ხელი მოაწერა ქვეყნის გაწევრიანებაზე ნატოს პროგრამაში პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP). ა. ჩიკვაიძის ძალისხმევის შედეგად, გაეროს უშიშროების საბჭომ თავის დღის წესრიგში დაამკვიდრა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საკითხი, ეუთომ კი – ტერმინი „ეთნიკური წმენდა“. ა. ჩიკვაიძის თაოსნობით სამინისტროში ჩამოყალიბდა ნიჭიერი ახალდაზრდა დიპლომატთა გუნდი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის პროფესიონალურ საგარეო სამსახურს.

1996 წელს, ა. ჩიკვაიძემ გახსნა და ჩამოაყალიბა საქართველოს პირვლი საელჩო საბერძნეთში.
ჭადრაკის დიდი მოყვარული და პროფესიონალურ დონეზე მოთამაშე, ა. ჩიკვაიძე 1973-1978 და 1992-1995 – იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ხოლო 1986-1988 – სსრკ-ს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.

ფლობდა: ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ჰოლანდიურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები