The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



გუგული ორჯონიკიძე

გუგული ორჯონიკიძე
Legal name:სტეფანე ორჯონიკიძე
Date of birth:1924
Date of death:1978  (at 54 years)
Category:Manufacturer

Biography

   სტეფანე (გუგული) შალვას ძე ორჯონიკიძე დაიბადა 1924 წელს სოფელ ანაგაში.

   1943 წელს დაბრუნდა სამამულო ომიდან და ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1949 წელს, გაანაწილეს წითელწყაროს რაიონში, შემდეგ - კარდანახის ღვინის ქარხანაში მეღვინედ, აფხაზეთის ღვინის კომბინატში მთავარ მეღვინედ, გურჯაანის ღვინის ქარხანაში ლაბორატორიის გამგედ, ანაგისა და ტიბაანის ღვინის ქარხნის უფროს მეღვინედ, წარმოების უფროსად და დირექტორად.  

   1976 წელს დაინიშნა სიღნაღის საწარმოო გაერთიანების მთავარ მეღვინედ, სადაც იმუშავა გარდაცვალებამდე. მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. მისი მუშაობის დროს წარმოებაში იქმნებოდა ისეთი ცნობილი ქართული ღვინოები, როგორიც არის: "კახური", "რქაწითელი", "ტიბაანი", "ანაგა", "ხირსა", "საამო".

   გუგული ორჯონიკიძე გარდაიცვალა 1978 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 321 გვ.