შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გუგული ორჯონიკიძე
ბიოგრაფიასტეფანე (გუგული) შალვას ძე ორჯონიკიძე დაიბადა 1924 წელს სოფელ ანაგაში. 1943 წელს დაბრუნდა სამამულო ომიდან და ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1949 წელს, გაანაწილეს წითელწყაროს რაიონში, შემდეგ - კარდანახის ღვინის ქარხანაში მეღვინედ, აფხაზეთის ღვინის კომბინატში მთავარ მეღვინედ, გურჯაანის ღვინის ქარხანაში ლაბორატორიის გამგედ, ანაგისა და ტიბაანის ღვინის ქარხნის უფროს მეღვინედ, წარმოების უფროსად და დირექტორად. 1976 წელს დაინიშნა სიღნაღის საწარმოო გაერთიანების მთავარ მეღვინედ, სადაც იმუშავა გარდაცვალებამდე. მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. მისი მუშაობის დროს წარმოებაში იქმნებოდა ისეთი ცნობილი ქართული ღვინოები, როგორიც არის: "კახური", "რქაწითელი", "ტიბაანი", "ანაგა", "ხირსა", "საამო". გუგული ორჯონიკიძე გარდაიცვალა 1978 წელს. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 321 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |