ცხავერის ღვთისმშობლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცხავერის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხავერის სამხრეთით, 1 კილომეტრზე, კაჩაანთ უბანში. თარიღდება ფეოდალიურ ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,8X4,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით და ქვიშაქვით. დაზიანებულია – გადახურვა და კონქი ჩანგრეულია, დარბაზი 1 მეტრ სიმაღლეზე ნანგრევებითაა ამოვსებული. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გადახურულია ორი დიდი ქვისგან შემდგარი არქიტრავით, რომელზეც შიგნით და გარეთ ტიმპანია ამოკვეთილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე – თითო სწორკუთხა ნიში, სამხრეთ ფასადზე კარის ტიმპანი და კუთხეები მწვანე ტუფისაა.
ეკლესიის დასავლეთით ნასახლარების კვალი ჩანს.