ნოსტეს ღვთისმშობლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნოსტეს ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ნოსტურას მარცხენა ნაპირზე. თარიღდება XVII საუკუნის II ნაზევრით.
ეკლესია დარბაზულია (8,8X5,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, გრძივი კედლები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ღრმა და განიერი აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო შეისრულთაღიანი მოზრდილი ნიშით დარბაზი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით. თითო სარკმელია აღმოსავლე, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.