მთავარი შტაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთავარი შტაბი - სახელმწიფოს შეიარაღებული ჯარების (ძალების) სახეობის მართვის შემადგენელი ორგანო. ჩვეულებრივ, შედგება დეპარტამენტებისგან, სამმართველოებისა და განყოფილებებისგან; მასში შეიძლება შედიოდნენ სხვადასხვა ინსპექციები და სამსახურები.
ზოგიერთ ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა) შეიარაღებული ძალების სახეობების მართვის ორგანოებს უწოდებენ შტაბებს, ხოლო შტაბის უფროსები ასრულებენ შესაბამისი მთავარსარდლების (სარდლების) ფუნქციებს.