კავკასია
კავკასია – ძველების რწმენით, კავკასია ქვეყნიერების დასალიერი იყო, ხოლო მისი მწვერვალები ვარსკვლავებს ებჯინებოდა. მითოსის მიხედვით, კავკასიის კლდეს იყო მიჯაჭვული დიდი პრომეთე. ბერძნები კავკასიას ძვ.წ. VI საუკუნეში გაეცნენ მილეტელების მიერ კოლხიდაში დაარსებული კოლონიის, იოსკურიადს მეშვეობით. იმის გამო, რომ იონიელმა გეოგრაფოსებმა კავკასია დედამიწის უკიდურეს აღმოსავლეთად წარმოიდგინეს, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შემდეგ ეს სახელწოდება გადაიტანეს იმ მთებზე, რომლებიც მდებარეობდნენ ინდოეთის ჩრდილოეთით (ჰინდუკუში, პამირი, ჰიმალაი). მხოლოდ პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ (ძვ.წ. 65 წ.) გავრცელდა უფრო ზუსტი ინფორმაცია კავკასიაზე. ჯერ კიდევ ანტიკურმა სამყარომ იცოდა, რომ შესაძლო იყო კავკასიის გადავლა სწორედ იქ, სადაც ახლა საქართველოს სამხედრო გზა მიემართება.