ზერტის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზერტის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია დგას საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ცენტრში.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (11,4 X 7,3 მ). ნაგებია რიყის ქვით. ნაოთხალებიანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნაოთხალები განიერია. ნალისებრი აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე შვერილი მხრებით, რომლებიც ეყრდნობა სატრიუმფო თაღს. აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია (გაუქმებულია). აფსიდის სამხრეთ კედელში სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედელზე მიდგმულია ქვის ტუმბო. ეკლესიის გრძივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. დასავლეთის კედელზეც კუთხის ორსაფეხურიანი პილასტრებია. შუა პილასტრების მარტივ იმპოსტზე გადაყვანილია კამარის საბჯენი თაღი. ეკლესიის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. დასავლეთის სარკმელი შიგნიდან ამოშენებულია და შელესილია, გარეთ დარჩენილია მცირე ოთხკუთხა ნიში. სამხრეთისა გვიანდელი უნდა იყოს. იგი ორივე მხრიდან ამოშენებულია აგურით. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზევით, მოზრდილი სწორკუთხა ნიშია. ეკლესიას თარაზულად შემოვლებული აქვს აგურის სამი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი.

XVIII საუკუნეში ეკლესია გადააკეთეს საბრძოლო კოშკად, რის გამოც მისი კედლები ერთი მეტრით გააგანიერეს და თავზე ბანიანი საბრძოლო კოშკი დააშენეს. ნაგებობის კუთხეები მომრგვალებულია. კოშკის ზედა ნაწილები ჩამონგრეულია. მოგვიანებით ეკლესია აღადგინეს. ორფერდა სახურავის მოსაწყობად აამაღლეს განივი ფასადების ფრონტონები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები