დოკეტიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოკეტიზმი - (ბერძ. „დოკეო“ - მოჩვენება). პირველი საუკუნეების ერეტიკული თეოლოგიური ტენდენცია, რომლის თანახმადაც ღმერთი არ განკაცებულა, არამედ ჰქონდა მხოლოდ მოჩვენებითი სხეული. ერესი, რომელიც უარყოფდა ღვთის განკაცებას: ღმერთი ყოველთვის ღმერთად დარჩაო, მხოლოდ მოჩვენებით შეიმოსაო სხეულით, ასევე მოჩვენებითობამდე დაჰყავდათ ქრისტეს ტანჯვა, სიკვდილი, დაფლვა.

ამ ტენდენციის პირველი ნიშნები უკვე ახალ აღთქმაშია დამოწმებული (შდრ. 1 იოან. 4:2; 2 იოან. 7), მისი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ: სვიმეონ მოგვი, ბასილიდე, გნოსტიკოსები, განსაკუთრებით – ვალენტინელნი, მანიქეველნი და სხვა.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები