ბოღლიწო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოღლიწო – მიცვალებულის გულზე გადატეხილი და ღვინოში ჩამბალი პურის მცირე ნაწილები, რომლებსაც ქართლ-კახეთში, ხელის განბანვის შემდეგ, ჭირის სუფრასთან დასხდომამდე ჩამოატარებდნენ; მიაჩნდათ, რომ ლუკმა ბოღლიწო მიცვალებულისათვის მისაგებებელი აუცილებელი საკვები იყო. საქართველოს სხვა კუთხეებში ეს წესი არ დასტურდება; სამაგიეროდ მას ცვლის ღვინიან ჭიქაში პურის ჩაწების, ან პურზე ღვინის გადმოღვრის ჩვეულება, რაც სემანტიკურად ბოღლიწოს იდენტურია (შდრ. „გინოკინა“).

ორივე ეს წესი, როგორც ჩანს, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებას გულისხმობს. არის სხვა ვარაუდიც.


ლიტერატურა

  • ლ. ფრუიძე. მევენახეობა-მეღვინეობა რაჭაში. თბ., 1974, გვ. 91;
  • გ. გოცირიძე. კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. თბ., 2007, გვ. 329-330;
  • ნ. აბაკელია. სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში. თბ., 1997, გვ. 143.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები