ალერტის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალერტის წმინდა გიორგის ეკლესია - (XVIII ს.), მდებარეობს სოფელ ალერტში (მარტვილის მუნიციპალიტეტი, ჭყონდიდის ეპარქია). ი. ყიფშიძე ალერტს „ალავერდის“ შემცირებულ ფორმად მიიჩნევდა. ალერტის წმინდა გიორგის ეკლესია ისევე, როგორც ილორის წმ. გიორგი, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სალოცავს წარმოადგენდა. გადმოცემით, აქ იდგა წარმართობის დროინდელი მთვარე ღმერთის, ალერტის კერპი, რომლის ადგილზე შემდეგ ქრისტიანული ტაძარი ააგეს. ძველი ტაძრის ადგილზე XVIII ს. აშენდა ახალი ეკლესია. იგი გეგმით ჯვარგუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. აღმოსავლეთით მას სამი შვერილი, ნახევარწრიული აფსიდა აქვს, რომელთა შორის კუთხოვანი ნიშებია დატანებული. ტაძარს აქვს ორი შესასვლელი – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ კარის თავზე გველეშაპთან მებრძოლი წმ. გიორგის ბარელიეფური გამოსახულებაა. ტაძრის ეზოში დგას თლილი ქვით ნაგები სამრეკლო, რომრლიც ასევე ძველი ნაგებობის ფუძეზეა დაშენებული.


ლიტერატურა

ელიავა გ., აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი, მეგზური, თბ., 1971.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები