ავტომატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავტომატი - (ბერძნული automatos – თვითმოქმედი), ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღი, შემუშავებული სიმძლავრის მიხედვით შაშხანისა და პისტოლეტის ვაზნებს შორის შუალედურ პოზიციაზე მყოფი ვაზნისთვის.
ანალოგიურ იარაღს შესაძლებელია სხვა სახელწოდებაც ჰქონდეს (მაგალითად, საიერიშო შაშხანა). ავტომატი ითავსებს შაშხანების შორს სროლას, სიზუსტეს და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სისწრაფეს.