საქართველოს ისტორიულ
ძეგლთა
ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
<< თავიდანბუჩაანი (დუშეთის რ-ნი)
1.ბუჩაანი //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.511-512.
სოფ. ბუჩაანის IX-X საუკუნეების ეკლესიის მოკლე
2.ბუჩაანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.232-236.
სოფ.ბუჩაანის მიდამოებში ნაგები ისტორიული ძეგლების: ეკლესიის (განეკუთვნება X საუკუნეს, აგებულია მკვეთრად დაქანებულ ფერდობზე, გეგმით სწორკუთხა,ძლიერ დაზიანებული, შემორჩენილია კონქის ნაწილი და მოხატულობის ფრაგმენტები), მერეს ციხის (მდებარეობს სოფლის ჩრდ.-ით, თარიღდება განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეებით, ციხე დაზიანებულია. 1983 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია-ხელმძღ. ნ.მინდორაშვილი), ზურგიანი კოშკის (ნაგები ნატეხი ქვით, რვასართულიანი, დაზიანებული), გალავნის (აგებულია კირის დუღაბით, შემორჩენილია მასზე მიშენებული ნაგებობების მცირე ნაწილი), სამლოცველოს (მოქცეულია კოშკსა და გალავნის კედელს შორის, ფორმით სამკუთხედს წააგავს, გადახურულია), მზეწვერის წმ. გიორგის სახ.ეკლესიის (კომპლექსი, მდებარეობს სოფლის სამხრ.-ით, ტყით დაფარული მაღალი მთის წვერზე, შეიცავს ქრონოლოგიურად განსხვავებულ რამდენიმე ნაგებობას. ეკლესია თარიღდება IX-X საუკუნეებით, დარბაზული ტიპისაა, ორ რეესტრად წარმოდგენილი მოხატულობა XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება, აღნიშნულია გვიანდელი მიშენებები), მთავართას კომპლექსის (მდებარეობს სოფლიდან ჩრდ.-დას.-ით, მასში შედის: წმ. გიორგის სახ. ეკლესია, რამდენიმე სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი), ეკლესია (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დარბაზული ტიპისაა, ნაგებია სხვადასხვა ზომის კლდის ნატეხი ქვით, დაზიანებულია), ჩირდილის ეკლესიის (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, მდებარეობს მდ.არაგვის მარცხენა ნაპირას, სოფლის სამხრ.-დას.-ით, აღინიშნება გეგმით სწორკუთხა მინაშენი) მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოცემულია გეგმები.
3.კავლელაშვილი ე. მზეწვერის წმ. გიორგის ეკლესიის ფრესკული წარწერები //ნარკვევები. VI (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).-2000.-გვ.68-70.
1978 წელს ჟინვალის არქეოლოგიური ექპედიციის სადაზვერვო ჯგუფის მიერ სოფ. ბუჩაანთკარის მახლობლად გამოვლენილი მზეწვერის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის აგების თარიღის განსაზღვრა ფრესკული
წარწერების მიხედვით.