The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ივანეს ძე ბიბილეიშვილი

გიორგი ივანეს ძე ბიბილეიშვილი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1930
დაკრძალვის ადგილი:დიდი ჯიხაიში
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი

ბიოგრაფია

     გიორგი ივანეს ძე ბიბილეიშვილი დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში. სამწუხაროდ მისი დაბადების თარიღი უცნობია. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, გარდა იმისა, რომ იგი 1916 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სამტრედიის რაიონული განყოფილების წევრი.

    გიორგი ბიბილეიშვილი გარდაიცვალა 1930 წელს. იგი დააპატიმრეს და თბილისში გადაყვანის დროს გზაში დაიღუპა. როგორც ოჯახს შეატყობინეს გულის შეტევით... გიორგი დაახლოებით 40 წლამდე იქნებოდა, დარჩა 28 წლის მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ოჯახის გადმოცემით დიდ ჯიხაიშში, მათ ოჯახში დიდი შეკრებები იმართებოდა. დაპატიმრების შემდეგ გადაწვეს მისი სახლი და უნიკალური ბიბლიოთეკა. როცა წიგნებს წვავდნენ, ჟანდარმები არჩევდნენ ძველ წიგნებს, რომლებსაც კარგი ფურცლები ჰქონდა და თუთუნის გასახვევად ჯიბეში იტენიდნენო.

   ამ უბედურებას და ოჯახის დაქცევას ვერ გაუძლო გიორგის მამამ, ივანემ და თავი მოიკლა.

   1970  წლამდე დაკარგული იყო გიორგი ბიბილეიშვილის საფლავიც, მაგრამ შთამომავლებმა, იმ ადამიანების დახმარებით, ვინც დაკრძალვას ესწრებოდა, მოიძიეს დაკრძალვის ადგილი.  საფლავის ქვაც იმდროინდელია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

გააზიარე: