|
გიორგი ივანეს ძე ბიბილეიშვილი
Date of birth: | 18?? |
Date of death: | 1930 |
Burial location: | დიდი ჯიხაიში |
Category: | Public Figure, Philologist |
Biography
გიორგი ივანეს ძე ბიბილეიშვილი დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში. სამწუხაროდ მისი დაბადების თარიღი უცნობია. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, გარდა იმისა, რომ იგი 1916 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სამტრედიის რაიონული განყოფილების წევრი.
გიორგი ბიბილეიშვილი გარდაიცვალა 1930 წელს. იგი დააპატიმრეს და თბილისში გადაყვანის დროს გზაში დაიღუპა. როგორც ოჯახს შეატყობინეს გულის შეტევით... გიორგი დაახლოებით 40 წლამდე იქნებოდა, დარჩა 28 წლის მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ოჯახის გადმოცემით დიდ ჯიხაიშში, მათ ოჯახში დიდი შეკრებები იმართებოდა. დაპატიმრების შემდეგ გადაწვეს მისი სახლი და უნიკალური ბიბლიოთეკა. როცა წიგნებს წვავდნენ, ჟანდარმები არჩევდნენ ძველ წიგნებს, რომლებსაც კარგი ფურცლები ჰქონდა და თუთუნის გასახვევად ჯიბეში იტენიდნენო.
ამ უბედურებას და ოჯახის დაქცევას ვერ გაუძლო გიორგის მამამ, ივანემ და თავი მოიკლა.
1970 წლამდე დაკარგული იყო გიორგი ბიბილეიშვილის საფლავიც, მაგრამ შთამომავლებმა, იმ ადამიანების დახმარებით, ვინც დაკრძალვას ესწრებოდა, მოიძიეს დაკრძალვის ადგილი. საფლავის ქვაც იმდროინდელია.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
|