The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ გიორგის ძე ზუბალაშვილი

იოსებ გიორგის ძე ზუბალაშვილი
Date of birth:18??
Burial location:ვენა
Category:Manufacturer

Biography

     იოსებ ზუბალაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცელი მასალები არ არის შემონახული. იგი ახალგაზრდობიდანვე წასულა ევროპაში, იქვე დაოჯახებულა და სამუდამო საცხოვრებლადაც უცხოეთი აურჩევია. თანამედროვენი იოსებს ახასიათებენ, როგორც უაღრესად განათლებულ, კეთილშობილ და პატიოსნებით აღსავსე ქართველს (ზ. ჭიჭინაძე).

   იოსებ ზუბალაშვილი საქართველოში ყოფნისას თბილისის აბოვიანის პანსიონში პედაგოგად მუშაობდა. დედაქალაქის საზოგადოება ჯეროვნად აფასებდა მის საქმიანობას, ღრმადგანათლებულობასა და ევროპული ენების ცოდნას. იგი 1879 წლიდან "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი ყოფილა. ქშწკგ საზოგადოებაში შესვლისას ერთიანად გადაიხადა საწევრო ფული 100 მან.

  იოსებ ზუბალაშვილი გარდაიცვალა ვენაში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1899)

Contacts Information

  • Home
    Address:ვენა

Share: