შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
იოსებ გიორგის ძე ზუბალაშვილი
ბიოგრაფიაიოსებ ზუბალაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცელი მასალები არ არის შემონახული. იგი ახალგაზრდობიდანვე წასულა ევროპაში, იქვე დაოჯახებულა და სამუდამო საცხოვრებლადაც უცხოეთი აურჩევია. თანამედროვენი იოსებს ახასიათებენ, როგორც უაღრესად განათლებულ, კეთილშობილ და პატიოსნებით აღსავსე ქართველს (ზ. ჭიჭინაძე). იოსებ ზუბალაშვილი საქართველოში ყოფნისას თბილისის აბოვიანის პანსიონში პედაგოგად მუშაობდა. დედაქალაქის საზოგადოება ჯეროვნად აფასებდა მის საქმიანობას, ღრმადგანათლებულობასა და ევროპული ენების ცოდნას. იგი 1879 წლიდან "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი ყოფილა. ქშწკგ საზოგადოებაში შესვლისას ერთიანად გადაიხადა საწევრო ფული 100 მან. იოსებ ზუბალაშვილი გარდაიცვალა ვენაში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |