The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გრიგოლ კალანდარიშვილი

დაბადების თარიღი:20 მარტი, 1904
გარდაცვ. თარიღი:8 ნოემბერი, 1965  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი გრიგოლ მათეს ძე კალანდარიშვილი დაიბადა 1904 წლის 20 მარტს, ქ. ბათუმში.

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო შემდეგ მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1935);

1938-1941 წწ. მუ­შა­ობ­და მოსკოვის სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ ინსტიტუტებში ლექტორად და მეცნიერ თანამშრომლად;

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს გორის პედაგოგიურ ინსტიტუტსა (1941-1945) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1942-1954);

1946-1953 წწ. იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

სხვა­და­სხვა წლებში მუშაობდა რესპუბლიკის სამწლიან პარტიულ სკოლასა და კონსერვატორიაში;

1958-1960 წწ. - ვლადივოსტოკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კა­თედრის გამგე, 1960-1965 წწ. - ლოგიკის განყოფილების ხელმძღვანელი;

პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას: იკვლევდა ლოგიკის აქტუალურ პრობლემებს, კერძოდ, ლოგიკური კანონების, ლოგიკური შეცდომების, დიალექტიკური და ფორმალური ლოგიკის ურთიერთობის პრობლემებს, დიალექტიკური ლოგიკის მოძღვრებას აზროვნებაში ობიექტური წინააღმდეგობის ასახვის შესახებ და სხვა.

1961 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის წოდების მოსაპოვებლად, თემაზე - "დიალექტიკური ლოგიკა აზროვნებაში ობიექტურ წინააღმდეგობათა ასახვის შე­სა­ხებ". 

აღსანიშნავია მეცნიერის ღვაწლი ქართული ლოგიკური მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში. ამ თემახე მან გამოაქვეყნა მონოგრაფია „Очерки по истории логики в Грузии“ (პირველი გამოცემა 1952 წელს. მეორე - 1955 წელს), სადაც გამოიკვლია იოანე პეტრიწის, ანტონ პირველის, ს. დოდა­შვი­ლისა და სხვა ­ქართველ მოაზროვნეთა შეხედულებანი ლოგიკის შე­სა­ხებ.

გრიგოლ კალანდარიშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 8 ნოემბერს, თბილისში.

წყარო: 

საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018.-გვ. 485 

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/26060


გააზიარე: