Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გრიგოლ კალანდარიშვილი
Biographyმეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი გრიგოლ მათეს ძე კალანდარიშვილი დაიბადა 1904 წლის 20 მარტს, ქ. ბათუმში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო შემდეგ მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1935); 1938-1941 წწ. მუშაობდა მოსკოვის სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ ინსტიტუტებში ლექტორად და მეცნიერ თანამშრომლად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს გორის პედაგოგიურ ინსტიტუტსა (1941-1945) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1942-1954); 1946-1953 წწ. იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; სხვადასხვა წლებში მუშაობდა რესპუბლიკის სამწლიან პარტიულ სკოლასა და კონსერვატორიაში; 1958-1960 წწ. - ვლადივოსტოკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე, 1960-1965 წწ. - ლოგიკის განყოფილების ხელმძღვანელი; პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას: იკვლევდა ლოგიკის აქტუალურ პრობლემებს, კერძოდ, ლოგიკური კანონების, ლოგიკური შეცდომების, დიალექტიკური და ფორმალური ლოგიკის ურთიერთობის პრობლემებს, დიალექტიკური ლოგიკის მოძღვრებას აზროვნებაში ობიექტური წინააღმდეგობის ასახვის შესახებ და სხვა. 1961 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის წოდების მოსაპოვებლად, თემაზე - "დიალექტიკური ლოგიკა აზროვნებაში ობიექტურ წინააღმდეგობათა ასახვის შესახებ". აღსანიშნავია მეცნიერის ღვაწლი ქართული ლოგიკური მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში. ამ თემახე მან გამოაქვეყნა მონოგრაფია „Очерки по истории логики в Грузии“ (პირველი გამოცემა 1952 წელს. მეორე - 1955 წელს), სადაც გამოიკვლია იოანე პეტრიწის, ანტონ პირველის, ს. დოდაშვილისა და სხვა ქართველ მოაზროვნეთა შეხედულებანი ლოგიკის შესახებ. გრიგოლ კალანდარიშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 8 ნოემბერს, თბილისში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 485 https://georgianencyclopedia.ge/ka/form/26060
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |