The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ოსმან ნური ღაზი ფაშა თავდგირიძე

Date of birth:1840
Date of death:1898  (at 58 years)
Burial location:კარაჯა–ახმადის სასაფლაო. სტამბოლი
Category:Military Person

Biography

ოსმალეთის ჯარის მარშალი (მუშირი, 1881) ოსმან ნური-ღაზი ფაშა (თავდგირიძე) დაიბადა 1840 წელს, ქ. სტამბოლში. წარმოშობით ქობულეთიდან იყო.

მსახურობდა სამხედრო გუბერნატორად ჰიჯაზში და სირიაში.  

იგი კარგი კალიგრაფი და მხატვარი იყო. მექაში ააგო არაერთი ისტორიული ნაგებობა, მათ შორის სამთავრობო სახლი, 4 სამხედრო გარნიზონისა და 18 პოლიციის განყოფილების შენობა.

მომლოცველებისათვის მინას მთაზე გაიყვანა წყალი; ააგო სტამბა, სკოლა და საავადმყოფოები; დანერგა ტელეგრაფის სისტემა.

ამასთანავე, განმუხტა რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება, განამტკიცა ოსმალთა მმართველობა. 

გარდაიცვალა 1898 წელს. დაკრძალულია სტამბოლში, კარაჯა–ახმადის სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.-გვ.432


Share: