ილია ჭავჭავაძე:
ქართვლის დედას
პროექტი: ბიბლიოთეკა
სკოლას
დამხმარე მასალა:
ზაზა ფირალიშვილი: ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნებაგია არგანაშვილი: ორი პოეტი – ორი განდეგილი მარინა ტურავა: სიკვდილის ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში |
„აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“ . |
ლეიბნიცი - გოტფრიდ ლაიბნიცი, გერმანელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი (XVII-XVIII სს.). |
|||
ქრთვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა; დედის ნანასთან ქვითინი მთისა მას უმზადებდა მომავალ გმირსა... გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა, |
||||
კირთების
ქვეშე დაჩაგრულ ბედმა, სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა, თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა. მითხარ, სადღაა მამა-პაპური |
კირთი - ხუნდი, ბორკილი. კირთება – მძიმე მონობა. | |||
მხნეობა, ხმალი, მკლავი
ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა, მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა? მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა, რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა: |
ქველური - აქ: მამაცური, ვაჟკაცური.
უწყალო - უმოწყალო, დაუნდობელი. |
|||
მოვიკლაულ დროებზედ დარდი... ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, |
მყოობადი - მყოფადი, მომავალი. |
|||
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს... აქ არის, დედავ, შენი მაღალი დანიშნულება და საღმრთო ვალი! აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს, საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, შთააგონებდე კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას,- რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს... მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს, და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი, კაცურს. დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება: ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული. |