The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალი საბანაძე

ნატალი საბანაძე
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1975  (48 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა აშშ-ს სვართმორის და მოუნთ ჰოლიოკის კოლეჯები, მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ბაკალავრის ხარისხი 1997 წელს; ლონდონის ეკონომიკის სკოლა, მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მაგისტრის ხარისხი 1999 წელს; ოქსფორდის უნივერსიტეტი, მიენიჭა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი 2005 წელს.
2011-2013წწ. იყო ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსი; 2010-2011წწ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსი; 2005-2010წწ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი; 1999-2000წწ. აშშ-ს საელჩო საქართველოში, პოლიტიკური ოფიცერი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მიწვეულ მკვლევრად, გერმანიაში, უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ევროპულ ცენტრში და ესპანეთში დეუსტოს უნივერსიტეტში; 2013-2021წწ.  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.140


გააზიარე: