Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ნატალი საბანაძე
Date of birth: | 31 August, 1975 (49 years) |
Category: | Diplomat, Scientist, Explorer, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა აშშ-ს სვართმორის და მოუნთ ჰოლიოკის კოლეჯები, მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ბაკალავრის ხარისხი 1997 წელს; ლონდონის ეკონომიკის სკოლა, მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მაგისტრის ხარისხი 1999 წელს; ოქსფორდის უნივერსიტეტი, მიენიჭა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი 2005 წელს. 2011-2013წწ. იყო ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსი; 2010-2011წწ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსი; 2005-2010წწ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი; 1999-2000წწ. აშშ-ს საელჩო საქართველოში, პოლიტიკური ოფიცერი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მიწვეულ მკვლევრად, გერმანიაში, უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ევროპულ ცენტრში და ესპანეთში დეუსტოს უნივერსიტეტში; 2013-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.140
|